Saturday, October 8, 2011

აზა ცხოვრებაძე

პროექტის სახელწოდება:,,ენას გიწუნებ,ფშაველო!''

პროექტის მთავარი იდეა თემა1–2წინადადებით:ქართული ენის დიალექტების მოძიება–შეგროვება.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები დააკვირდებიან სალიტერატურო ენისა და კილოების ურთიერთმიმართებას,მსგავსებას და განსხვავებას მათ შორის.
პროექტის მიზნები:გამოიკვლიონ ქართული ენის დიალექტების წარმოშობის ისტორია.მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ენის დიალექტების შესახებ.გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეტყველების თავისებურებებს.მოახდინონ შედარება დიალექტსა და სალიტერატურო ენას შორის.
მონაწილეთა ასაკი;12 ,15წლები
ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე
 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:დიალექტიზმებზე ელექტრონული ვერსიის შედგენა,ინტერვიუს აღების უნარი, ინსცენირების მომზადება,ექსკურსიის მოწყობა დავით კლდიაშვილის სახლ–მუზეუმში.მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეტყველების თავისებურებებს.გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკურ მარაგს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:დამხმარე სახელმძღვანელო,ინტერნეტი,პროექტორი, ექსკურსია.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები მოიძიებენ დიალექტურ ფორმებს და გამოთქმებს. გამოიკვლევენ მათ წარმოშობას,მოიყვანენ მაგალითებს,დააკვირდებიან რა ასახვა პოვეს ამ ფორმებმა ლიტერატურაში.დაასახელებენ თუ რომელი მწერლის შემოქმედებასთან,რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ასოცირდება.მოეწყობა ვიქტორინა მოძიებული მასალით,შეადგენენ ქართული ენის დიალექტიზმებზე ელექტრონულ ვერსიას.აქტივობები:დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე.ლიტერატურული ნაწარმოებიდან მაგალითების მოძიება.ვიქტორინისათვის კითხვარის შედგენა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ლიტერატურა–გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული ნაწარმოებიდან.გეოგრაფია–გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას შორის რა შესაბამისობაა. ხელოვნებაში–გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ–ჩვევები.კვლევა –ძიების უნარის განვითარება,ინფორმაციის მოპოვება–დამუშავება,ისტ–ის გამოყენება.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):აზა ცხოვრებაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:azatskhovrebadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:azatskhovrebadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment